ვალუტის კურსი

სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურზე გადაიყვანა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" განაცხადა, სადაც BGEO Group-ის საინვესტიციო ბიზნესის ჰოლდინგურმა კომპანია "საქართველოს კაპიტალმა" სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ღონისძიება გამართა.
"სულ ცოტა ხნის წინ Moody's სარეიტინგო სააგენტომ საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა- Ba 3-დან Ba 2-ზე ავინაცვლეთ. დღეს გახდა ცნობილი, რომ Fitch-ის საკრედიტო სააგენტომ საქართველოს პერსპექტივა ე.წ outlook საქართველოსი სტაბილურიდან პოზიტიურზე გადაიყვანა. ასე რომ, მხოლოდ ჩვენ არ ვამბობთ ამას, საკრედიტო სააგენტოებიც ადასტურებენ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
Share