
საქართველოს ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე, სამუშაო ვიზიტით, საუდის არაბეთის სამეფოში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში დღეს, საუდის არაბეთის დედაქალაქში საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და საუდის არაბეთის სამეფოსფინანსთა მინისტრმა, მოჰამმად აბდულლაჰ ალ-ჯადაანმა. აღნიშნული შეთანხმების მთავარი მიზანია, ხელიშეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას.
დღესვე, შედგა პირისპირ შეხვედრა ორ მინისტრს შორის. მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში განვითარებულიმოვლენები, ორმხრივი, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხები.
ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციოკლიმატისა და ბიზნესგარემოს, იმ სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რომლებიც ქვეყანაში ხელს უწყობენბიზნესის განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურისსექტორებში თანამშრომლობის საკითხებს.
მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა, რაცგამოიხატება საქართველოში საუდის არაბეთიდან ვიზიტორების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდით.
ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტებისგაცვლა, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში პარტნიორობა, ხელს შეუწყობს საქართველოსა და საუდისარაბეთის სამეფოს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საუდის არაბეთში გიორგი ჯანჯღავადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი.
(NS)
Share