5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:53:38

თებერვალში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 21%-ით გაიზარდა

By: Admin
2018-09-07 12:33:22
204

2018 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 113.9 მლნ აშშ დოლარი, 280.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 21.0 პროცენტით (19.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.5 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების  91.0 პროცენტი მოდიოდა.

2018 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.0 მლნ აშშ დოლარი (44.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 14.6 მლნ აშშ დოლარისა (38.5 მლნ ლარისა) გასული წლის თებერვალში“,-ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

Share