ვალუტის კურსი

ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა, ევროსთან კი, გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.4457 ლარი ეღირება, დღეს კი მისი შეძენა 2.4438 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს,1 ევროს ღირებულება ხვალ, 3.0158 ლარი იქნება, დღეს კი მისი ფასი 3.0213 ლარს შეადგენს. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0055 ლარი შეადგინა.
Share