1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
20:53:58

ართმხოს ხეობაში, დაფრენისას „ავიასერვისის“ ვერტმფრენი დაზიანდა - ეკონომიკის სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

დღეს, 19 მარტს, ავიაკომპანია „ავიასერვისის“ მიერ ექსპლუატირებული ვერტმფრენი AS 350, რომელიც ასრულებდა ფრენებს სტეფანწმინდის რაიონის ართმხოს ხეობაში,  2700 მეტრ სიმაღლეზე დაფრენისას, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო დაზიანდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ვერტმფრენის მფრინავი და ბორტზე მყოფი მგზავრები არ დაშავებულან.

„მომხდარ საავიაციო შემთხვევას იკვლევს  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო.

ამ წუთებში გუდაურიდან ართმხოს ხეობაში მიემგზავრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, რომელიც ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. მისი განცხადებით, ვერტმფრენის ყველა მგზავრი სრულიად უვნებელია და მიმდინარეობს მოკვლევა მომხდარი შემთხვევის მიზეზების დასადგენად“, - აცხადებენ სამინისტროში.

 

(NS)

Share