ვალუტის კურსი

ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა, ევროსთან კი, ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.4383 ლარი ეღირება, დღეს კი მისი შეძენა 2.4401 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0018 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს,1 ევროს ღირებულება ხვალ, 3.0018 ლარი იქნება, დღეს კი მისი ფასი 3.0003 ლარს შეადგენს. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა.
Share