5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:51:32

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ ყიდულობს

By: Admin
2018-03-20 17:52:10
204

საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფსა და „ყაზმუნაიგაზს“ შორის „ყასტრანსგაზ-თბილისის“ გასხვისების შესახებ პრინციპული თანხმობა მიღწეულია - ამის შესახებ  "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აწარმოებდა მოლაპარაკებას ყაზახურ მხარესთან, კერძოდ, კორპორაცია „ყაზმუნაიგაზთან“, შპს „ყაზტრანგაზ-თბილისის“ საწესდებო კაპიტალში მათ საკუთრებაში არსებული წილის 100% გამოსყიდვის შესახებ.

გარიგების მასშტაბურობიდან გამომდინარე, აუცილებელია, საბოლოო იურიდიული დეტალების დაზუსტება, რაც გარიგების გასაფორმებლად გარკვეულ დამატებით დროს მოითხოვს. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ითვალისწინებს რა ამ საკითხის გარშემო არსებულ ფართო საჯარო ინტერესს, გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნული საბოლოო სამართლებრივი პროცესის დასრულების შემდეგ გაავრცელოს ოფიციალური ინფორმაცია გარიგების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყაზახური Forbes-ის ცნობით, გარიგების ღირებულება 40 მილიონი დოლარია.

Share