18.84 °C თბილისი, საქართველო | 2026-02-16  
16:28:26

დიმიტრი ქუმსიშვილმა მიხაილ რუსთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსის შეხვდა, რომელიც ბელარუსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს. განსაკუთრებით გაესვა ხაზი საქართველოსა და ბელარუსის უმაღლესი ხელისუფლებების განსაკუთრებულ წვლილს ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა ბელარუსის პრეზიდენტის დაგეგმილ ვიზიტზე საქართველოში, რომელიც, მისი განცხადებით, ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებას.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ორმხრივი ქართულ-ბელარუსული პროექტის განხორციელება, რომელიც საქართველოში ლიფტების ამწყობი საწარმოს ამოქმედებას შეეხება.

 აღინიშნა, რომ პროექტის ამოქმედება შესაძლებელი გახდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, კომპანია „მოგილიოვლიფტმაშის“ და მისი ქართველი პარტნიორის SIS Business Service-ის ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე.

ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველო-ბელარუსის ბიზნეს ფორუმის გამართვა, რომელშიც ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. აღინიშნა, რომ ფორუმზე რამდენიმე ათეული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.

 

(NS)

Share