-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:15:54

დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი ამოცანაა, კერძო სექტორს ხელი მაქსიმალურად შევუწყოთ

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ბელარუსის რესპუბლიკასთან სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება. წლიდან წლამდე ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ კერძო სექტორს და მოვხსნათ ყველა ის შესაძლო ბარიერი, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დიმიტრი ქუმსიშვილისა და მიხაილ რუსის შეხვედრა, რომელშიც ორი ქვეყნის სხვადასხვა სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ, ბელარუსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, სატრანსპორტო კორიდორის განვითარებაა, რომელიც შეძლებს, უზრუნველყოს შესაბამისი კონკურენტული ფასები და მოგვცეს შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენი სავაჭრო ბრუნვა, რაც შეიძლება მეტად გავზარდოთ“, - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 

(NS)

 

Share