4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:07:17

ევროკავშირი თბილისში ახალი საგარეო საინვესტიციო გეგმის განხორციელებას იწყებს

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ევროკავშირი თბილისში ახალი საგარეო საინვესტიციო გეგმის განხორციელებას იწყებს.

საგარეო საიმვესტიციო გეგმის (EIP) ფარგლებში ევროკავშირი მობილიზებას გაუკეთებს რესურსს 4.1 მილიარდი ევროს ოდენობით, რაც თავის მხრივ დააგენერირებს 44 მილიარდი ევროს საინვესტიციო პოტენციალს საჯარო და კერძო სექტორისთვის 2017-2020 წლებში, დაახლოებით 70 მსოფლიო ქვეყნის ეკონომიკისთვის, საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჩათვლით.

საგარეო საინვესტიციო გეგმა პასუხობს ამბიციურ პოლიტიკურ ამოცანებს და მიზნად ისახავს დიდი მოცულობის იმვესტიციის მობილიზებას, რათა ხელი შეუწყონ ეროკავშირის პარტნიორი ქვეყნების სოციალურ და ეკონომიკურ გამვითარებას.

"ევროპის საინვესტიციო გეგმა არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ ქვეყანაზეც ვრცელდება. როგორც უკვე იყო აღნიშნული საგარეო საინვესტიციო გეგმის ფარგლებში ევროკავშირი მობილიზებას გაუკეთებს რესურსს 4.1 მილიარდი ევროს ოდენობით, რაც თავის მხრივ დააგენერირებს 44 მილიარდი ევროს საინვესტიციო პოტენციალს საჯარო და კერძო სექტორისთვის 2017-2020 წლებში, დაახლოებით 70 მსოფლიო ეკონომიკისთვის, საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჩათვლით. თვითონ ინსტრუმენტი არის საინტერესო იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ინსტრუმენტი რომელიც იძლევა შესაძლებლობას რისკის შემცირების ინვესტორთათვის. ეს არის ის საგარანტია მექანოზმები, რომელსაც მიიღებს უკვე ჩვენი კომერციული საბანკო სექტორი იმისათვის, რომ სექტორების მიხედვით მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით, მათ შორის ინოვაციური მიმართულებით და სხვა მიმართულებებით, ამ საგარაბტიო მეწანიზმების გამოყენებით მათ შეძლონ თავიანთი რისკების შემცირება და შესაბამისად დაინტერესებულ პირებზე კრედიტების გაცენა და ეკონომიკის წახალისება. საბოლოო ჯამში ეს ინსტრუმენტი შესაძლებლობას მოგვცემს როგორც დიდი პროექტების მხრივ დიდი ინვესტორების შემოყვანის, ასევე მცირე პროექტების მხრივ პორტფელია მხრივ რისკებს შემცირების. თანხა არის ჩვენზე დამოკიდებული. ყველა ევროპული ბანკი იქნება ამაში ჩართული - ევროპის რეკონატრუქციის ბანკი, გერმანიის საერთაშორისო ბანკი და სხვა. ისინი იქნებიან ამ ინსტრუმენტების გამყვანები", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

Share