3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:40:17

საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 0.6%-ით შემცირდა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

პირველი მარტის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 186.9 მილიონი ლარით, ანუ 0.6 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირებამ 0.2 პროცენტი შეადგინა) და 2018 წლის პირველი მარტისათვის 33.6 მილიარდი ლარი შეადგინა.

სებ-ის ცნობით, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.6 პროცენტია.

Share