ვალუტის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.4263 ლარი ეღირება, დღეს კი მისი შეძენა 2.4272 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს,1 ევროს ღირებულება ხვალ, 2.9875 ლარი იქნება, დღეს კი მისი ფასი 3.0078 ლარს შეადგენდა. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0203 ლარი შეადგინა.
Share