2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:50:51

წინასწარი შეფასებით, თებერვალში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, მშპ-ს ზრდამ 5,5% შეადგინა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,  2018 წლის თებერვალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,5 პროცენტი, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,9 პროცენტი შეადგინა.

მათივე მონაცემებით, წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2018 წლის თებერვალში შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნებოდა დამამუშავებელ მრეწველობაში, სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევაში, უძრავი ქონებით ოპერაციებში და ვაჭრობაში.

Share