„დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორანი საქართველოში ქსელის განვითარებას განაგრძობს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის ზონაში დღეს მორიგი რესტორანი გაიხსნა.
„ვისოლ ჯგუფმა“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორ „დანკინდ დონატსთან“ ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა და დღესდღეობით უკვე 18 რესტორანია თბილისსა და რეგიონებში.
2018 წლის ბოლომდე „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში „დანკინ დონატსის“ კიდევ 3 რესტორანს გახსნის. შესაბამისად, ამიერიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მზგავრებს უკვე რვა სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტი მოემსახურება. „დანკინ დონატსის“ ახალ რესტორანში 30 ადამიანი დასაქმდა.
„დანკინ დონატსისთვის“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის ზონაში რესტორნის გახსნა განვითარების ახალი ეტაპია. ჩვენს ქვეყანაში სახეზეა ტურისტული ნაკადების ზრდის სწრაფი ტემპები, საერთაშორისო რეისების მატება და ზოგადად ძალიან დადებითი ტენდენციები ამ კუთხით. ამ ყველაფერს ადგილობრივი ბიზნესი პასუხობს თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნით და ჩვენი ახალი რესტორანიც საქართველოს საერთაშორისო აეროპორტში სწორედ ამ მიზანს ემსახურება. 2017 წლის დასაწყისიდან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს კომპანიაში, გაყიდვების ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შეადგინა თითქმის 28%, რაც სტიმულს გვაძლევს კიდევ გავაფართოვოთ ჩვენი ინფრასტრუქტურა როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში. ჩვენი კომპანიის სახელით მადლობას ვუხდი იმ უამრავ ადილობრივ მომხმარებელსა თუ უცხოელ ტურისტებს, რომლებიც ხშირად სტუმრობენ ჩვენს რესტორნებს. საერთაშორისო აეროპორტში ახლადგახსნილ „დანკინდ დონატსის“ რესტორანში ტრადიციულად შეთავაზებაში გვექნება საქართველოს ბაზარზე ხარისხით სრულიად გამორჩეული ცხელი და ცივი ყავა და ყავის პროდუქტები, 20-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა პროდუქტი როგორც ქართული, ასევე უცხოური სამზარეულოდან, თბილისში დონატების ჩვენს კუთვნილ ქარხანაში დამზადებული ყოველდღიურად ახალი დონატების ნაირსახეობა და ფრანგული წარმოების ფუნთუშეული“, - განაცხადა „დანკინ დონატსის“ გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინ კარსილიდისმა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანი „ტავ ჯორჯია“ „ვისოლ ჯგუფში“ შემავალ კომპანიებთან სხვადასხვა სფეროში უკვე წლებია წარმატებით თანამშრომლობს.
„დანკინ დონატსი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 70 წელია წარმატების ისტორიას ქმნის მსოფლიოს 40 ქვეყანაში. 2015 წლიდან „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინ დონატსმა“ იმპორტის უდიდესი წილი ქართული პროდუქტით ჩაანაცვლა და ერთგულ მომხმარებელს ქართული პროდუქტებით დამზადებულ ყოველდღიურად ახალ, უსაფრთხო, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.
(R)
Share