1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
20:55:37

„ვითიბი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებაა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

აქციონერთა კრების გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილება განხორციელდა.

საბჭოში შევიდნენ ვლადიმერ ვერხოშინსკი  და მაქსიმ კონდრატენკო. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით თავჯდომარედ არჩეულ იქნა ვლადიმერ ვერხოშინსკი.  

ვლადიმერ ვერხოშინსკი ვითიბი ჯგუფში 2009 წლიდან მუშაობს, ის ვითიბი ბანკის მმართველობის წევრია.

ცნობისთვის, ვითიბი ბანკი,  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი  ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის  1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე  კლიენტს ემსახურება.

 

(R)

Share