ვალუტის კურსი

ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა, ევროსთან კი, მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.4402 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4351 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0051 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს,1 ევროს ღირებულება დღეს, 3.0017 ლარია, გუშინ კი, მისი ფასი 3.0125 ლარს შეადგენდა. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0108 ლარი შეადგინა.
Share