3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:34:32

„ვითიბი ბანკის“ საკრედიტო პორტფელმა მილიარდ ლარს გადააჭარბა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

2018 წლის პირველი კვარტლის შედეგებით „ვითიბი ბანკის“ მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტით (IFRS), მილიარდ ლარს გადააჭარბა. აღნიშნული მონაცემით „ვითიბი ბანკი“ ტოპ სამეულშია.

პირველი კვარტლის ბოლოსთვის „ვითიბი ბანკის“ აქტივებმა 1,6 მილიარდი ლარი შეადგინა.

მარტის ბოლოსთვის უკუგებამ მთლიან აქტივებზე (ROA) 2.2% შეადგინა, ხოლო უკუგებამ საკუთარ კაპიტალზე (ROE)  15.6%.

„ვითიბი ბანკის  ფინანსური მაჩვენებლების ზრდა ბანკის სწორი რისკების პოლიტიკისა და ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის შედეგია. ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ კლიენტებისთვის საჭირო საბანკო პროდუქტების და საუკეთესო სერვისის მიწოდებას და მხარს ვუჭერთ მათი ფინანსური გეგმების წარმატებით განხორციელებას“, - აღნიშნა „ვითიბი ბანკის“ ფინანსურმა დირექტორმა მამუკა მენთეშაშვილმა.

 

(R)

Share