ვალუტის კურსი

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის გენერალურ დირექტორს შონ ო'სალივანს ხვდება.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას ხელი მოეწერება შეთანხმებას საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის "მეორადი გზის გაუმჯობესების პროექტის" შესახებ" 80 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის არსებული, დაახლოებით, 50 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზას და ასევე, მისასვლელ გზებს, რომლებიც აღნიშნულ გზასთან დააკავშირებს სარკინიგზო სადგურებს და ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკს.
(NS)
Share