ვალუტის კურსი

პირველი აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მარტში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 710.8 მილიონი ლარით, ანუ 2.1 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 3.6 პროცენტი შეადგინა) და 2018 წლის პირველი აპრილისათვის 34.3 მლრდ ლარი შეადგინა.
სებ-ის ცნობით, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.4 პროცენტია.
Share