ვალუტის კურსი

საქართველოში დღეიდან შიდა ფრენები გაძვირდა.
ახალ ფასებთან დაკავშირებით ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.
განახლებული ფასები ერთი გზის ბილეთისათვის ასეთია: ქუთაისი - მესტია 50 ლარი (ძველი ფასი 40ლ); ნატახტარი - მესტია 90 ლარი (ძველი ფასი 65ლ); თბილისი - ბათუმი 125 ლარი (ძველი ფასი 90ლ). რაც შეეხება ნატახტარი - ამბროლაურის მიმართულების ფასს, ის უცვლელი დარჩა - 50 ლარი.
ცნობისთვის, შიდა ფრენებს ავიაკომპანია „აკ-ეარი“ ახორციელებს.
Share