
„საქართველოს ბანკის“ პარტნიორობითა და THE FINANCIAL ის ორგანიზებით, საქართველოს საბანკო სფეროსა და ინოვაციის ფორუმი გაიმართა.
ფორუმზე ძირითადი განხილვის თემა საბანკო მომსახურების მომავალი, საბანკო სფეროს გამოწვევევი, შესაძლებლობები და ფიცრული ტექნოლოგიები იყო.
„საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ბანკის ხედვა ტრადიციული და ციფრული საბანკო მოდელის და დაგროვილი ქონების/კაპიტალის მართვის შესახებ.
„დღვანდელი ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი მიზანია ვისაუბროთ საბანკო სექტორის გამოწვევებზე, მის მომავალზე, ძირითად ტენდენციებზე. ვფიქრობ, ციფრული მიმართულება საბანკო მომსახურებაში არის მნიშვნელვანი, ამ ეტაპზე ქართული საბანკო სექტორი ნამდვილად არ ჩამორჩება განვითარებული ქვეყნების ციფრულ საბანკო მომსახურებას. ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რეგიონში ფინანსური სერვისების ცენტრი გახდეს, საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ საბანკო სექტორი განვითარებული და ინოვაციური სექტორია ჩვენს ქვეყანაში, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას“,- განაცხადა კახა კიკნაველიძემ.
როგორც The Financial-ის დირექტორმა ზვიად ფოჩხუამ აღნიშნა, ბანკებისთვის მთავარი გამოწვევა სიახლეების შემოტანაა.
„მთავარი გამოწვევა ბანკებისთვის, ეს არის სიახლეების შემოტანა, რადგან ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბანკები საკმაოდ სწრაფად ვითარდებოდა არამხოლოდ ფინანსური რესურსებით, არამედ ტექნოლოგიურადაც. იცით რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში მოხდა ზუსტად ის ტექნოლოგიური გარდატეხა ბანკებში: მთლიანი გადასვლა ონლაინ ბანკინგზე, გადარიცხვების დაჩქარება, თანხებთან ხელმისაწვდომობის უფრო უზრუნველყოფა. ჩვენ ვსაუბრობთ უკვე შემდეგ ეტაპზე, ანუ ხვალ, ზეგ რა იქნება და ბანკები რა სიახლეებს წარმოადგენენ. ის კომპანიები რომლებიც იქნებიან ინოვაციურები და შეინარჩუნებენ პოზიციებს ბაზარზე, ზუსტად ეს არის მიზანი. თუმცა, დღეს ჩვენ გვყავს არამხოლოდ ბანკების წარმომადგენლები, არამედ სხვა სექტორთან პირდაპირ ან ირიბად მყოფი კომპანიებიც“,- აღნიშნა ფოჩხუამ.
პარლამენტის საფინანსო კომიტეტის თავჯდომარის ირაკლი კოვზანაძის თქმით, ფორუმი საბანკო სისტემის მომავალთან დაკავშირებით აზრების გაცვლის კარგი შესაძლებლობაა.
„პირველ რიგში ეს არი კარგი შესაძლებლობა იმისთვის რომ აზრები გაიცვალოს საბანკო სისტემების მომავალთან გათვალისწინებით. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს საბანკო სექტორი ერთ-ერთი მდგრადი და განვითარებულია. ამას აღიარებს როგორც სავალუტო ფონდი ასევე მსოფლიო ბანკი. მიუხედავად ამისა, გარკვეული გამოწვევებია ჩვენი სისტემის წინაშე. ეს არის მომხმარებელთა უფლებების დაცვა, რაზედაც ბოლო პერიოდში აქტიურად მიდის საუბარი, ახალი ტექნოლოგიების და ინოვაციების დანერგვა. გვექნება კარგი შესაძლებლობა ერთმანეთს გავუზიაროთ აზრები და ვფიქრობ, რომ საბანკო ფორუმი ამ თვალსაზრისით ახალ ტრადიციებს დაამკვიდრებს“,- განაცხადა კოვზანაძემ.
აღსანიშნავია, რომ The Financial-მა დღევანდელი დღისთვის გაზეთიც გამოუშვა. სადაც სხვადასხვა წამყვანი, კერძო თუ საერთაშორისო კომპანიების და ლიდერი კომპანიების ხელმძღვანელები, ბანკების გამოწვევებზე ვრცლად საუბრობენ.
Share