-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:14:31

ლარი გამყარებას განაგრძობს

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.4570 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4617 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0047 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს,1 ევროს ღირებულება ხვალ, 2.9713 ლარი იქნება, დღემდე მისი ფასი 2.9762 ლარს შეადგენდა. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0049 ლარი შეადგინა.

Share