3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:43:00

გერმანიის ლაბორატორიის დასკვნით ჩვილთა სათამაშოები პსპ-ს აფთიაქში ევროპულ ნორმებს შეესაბამება

By: Admin
2017-06-19 14:33:23
204

მომხმარებლის ინეტრესების დაცვაზე ორიენტირებული სათამაშოების ხარისხის კვლევა momkhmarebeli.ge-ს  ორგანიზებით 2016 წლის ბოლოს ჩატარდა.  

კვლევის ფარგლებში პსპ-ს აფთიაქში შეძენილი ჩვილთა მოვლის საშუალებები გერმანიაში სათამაშოების უსაფრთოების შემმოწმებელ აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაიგზავნა. კვლევის მიზანი იყო სათამაშოების უსაფრთხოების ქიმიურ მახასიათებლებზე შემოწმება.  პსპ-ში შეძენილ ყველა სათამაშოზე ლაბორატორიის დასკვნა დადაებითია -  შეესაბამება ევროპულ ნორმებს.

“PSP 23 წელია მომხმარებლისთვის ხარისხის გარანტია, სათამაშოებზე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის დასკვნაც ამის ნათელი დასტურია. ამერიკული საბავშვო პროდუქციის მწარმოებელი Nuby-ს ყველა პროდუქტი უსაფრთხოა ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის და თავისუფალი მავნე ნივთიერება ბისფენოლA-სგან. მაღალი ხარისხის ინოვაციური პროდუქცია შექმნილია პატარების უსაფრთოებისა და ჯანსაღი პირისღრუს განვითარების უზრუნველსაყოფად”-აცხადებენ PSP -ში. 

35 წელია „ნუბის“ მრავაფეროვანი და ფერადი საბავშო პროდუქცია მსოფლიოს 155 ქვეყანაში წარმოადგენს ბავშვებისა და მშობლების საყვარელ პროდუქტს. ამერიკული სათამაშოების მწარმოებელი კომპანია „ნუბის“ პროდუქცია „PSP“-ს სააფთიაქო ქსელში 7 წელზე მეტია ხელმისაწვდომია და დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 

(R)

Share