ვალუტის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.4552 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4570 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0018 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს,1 ევროს ღირებულება ხვალ, 2.9529 ლარი იქნება, დღემდე მისი ფასი 2.9713 ლარს შეადგენდა. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0184 ლარი შეადგინა.
ცნობისთვის, ლარი ყველა ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა.
Share