4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:36:33

„ვენდის“ სათამაშო ზონა ბარათების სისტემაზე გადადის

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

1 ივნისიდან ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ მომხმარებლის მომსახურების დახვეწის მიზნით ბარათების სისტემაზე გადადის და „ვენდის“ მონეტების ნაცვლად „სათამაშო ზონის“ 100-მდე სახალისო აპარატზე თამაში მომხმარებელს „ვენდის“ ბარათებით შეეძლება. 

„ვენდის“ ბარათი მომხმარებლებს გადაეცემათ საჩუქრად ნებისმიერი კომბო მენიუს შეძენის შემთხვევაში. ამასთანავე თითოეული კომბო მენიუს შეძენის დროს ბარათზე ირიცხება 2 ქულა. 1 ქულა 1 თამაშის ექვივალენტია. ბარათი უვადოა.

მომხმარებელს ბარათებისა და ქულების შეძენა მენიუს შეკვეთის გარეშეც შეეძლებათ. 

 

(R)

Share