
მგზავრების თხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს რკინიგზა ენიო მორიკონეს კონცერტის დღეს, თბილისი-ბლექ სი არენას მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს.
19 მაისს, Black Sea Arena-ზე, იტალიელი მუსიკოსის, კონცერტზე დასწრების მსურველებს თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი „შტადლერის“ (Stadler Kiss) ორსართულიანი მატარებელი (#888-887)მოემსახურებათ.
დამატებითი რეისის მიხედვით: მატარებელი თბილისიდან 14:10 საათზე გავა და „ Blach Sea Arena”-სთან მდებარე ბაქანზე 18:30 საათზე ჩავა. კონცერტის დასრულების შემდეგ კი მატარებელი, იმავე ბაქნიდან თბილისის მიმართულებით, 00:05 საათზე გამოვა და დედაქალაქში 04:25 საათზე ჩამოვა.
მგზავრებს ბილეთების შეძენაცენტრალური ვაგზლის სალაროებში, რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და აპლიკაციიის (Georgian Railway Tickets) საშუალებით შეეძლებათ.
(R)
Share