5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:59:47

„Georgian Airways“-მა ბათუმიდან ასტანას მიმართულებით ოპერირება დაიწყო

By: Admin
2018-09-07 13:07:10
204

ქართულმა ავიაკომპანია “Georgian Airways”-მა ბათუმი-ასტანა-ბათუმის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,  აღნიშნულ მიმართულებაზე პირველი რეისი ავიაკომპანიამ გუშინ 18 ივნისს შეასრულა. 

უწყების ინფორმაციით, რეგულარული ავიარეისები 11 სექტემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით (კვირა),  Boeing B737 CL-600  ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა “Georgian Airways”-ს​ 19 მაისს მიენიჭა.

(NS) 

Share