ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
სებ-ის ცნობით, მოთხოვნამ 42 000 000 ლარი შეადგინა. ამასთან, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.270 პროცენტით, მაქსიმალური 7.300 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.277 პროცენტით განისაზღვრა.
აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.
Share