ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
სებ-ის ცნობით, მოთხოვნამ შეადგინა 60 000 000 ლარი. ამასთან, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.350 პროცენტით, მაქსიმალური 7.470 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.395 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.625 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა.
Share