ვალუტის კურსი

ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა, ევროსთან კი ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.4094 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.4106 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. 1 ევრო დღეს, 2.7000 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.6941 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0059 ლარი შეადგინა.
Share