-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:12:06

ქუმსიშვილი: თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებული კვლევა პოზიტიური შედეგით დასრულდება

By: Admin
2018-05-10 18:42:12
204

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველომ და ისრაელმა, თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით, ერთობლივ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დაწყებას მოაწერა ხელი. 

„ჩვენ ხელი მოვაწერეთ ერთობლივ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დაწყებას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით, რაც დარწმუნებული ვარ, რომ პოზიტიური შედეგით დასრულდება და მისცემს ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას, რომ ჩვენ შევქნათ სამუშაო ადგილები, გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი და ამავე დროს მოვახდინოთ ტექნოლოგიური ტრანსფერი ისრაელიდან," - განაცხადა ქუმსიშვილმა. 

აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერა საქართველოში ისრაელის ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრის ელი კოენის ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც საქართველოში დიმიტრი ქუმსიშვილის მოწვევით იმყოფება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-ისრაელის დაახლოება. მათ შორის, ეკონომიკის მიმართულებით," - განაცხადა  დიმიტრი ქუმსიშვილმა.

(NS) 

Share