ვალუტის კურსი
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.4081 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.4094 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0013ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს, 2.6867 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.7000 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0133 ლარი შეადგინა.
Share