3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:39:07

ქუმსიშვილმა აშშ-ის კომერციის მდივანს ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებზე თავისუფალი ვაჭრობის გავლენის შესახებ კვლევის შედეგები გააცნო

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ის კომერციის მდივანს უილბურ როსს საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გავლენის კვლევის შედეგები გაუზიარა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კვლევა საქართველოს მთავრობის დაკვეთით, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ „PWC"-მ განახორციელა. კვლევის თანახმად, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედება მნიშვნელოვნად გაზრდიდა ორივე ქვეყნიდან ექსპორტს, ხელს შეუწყობდა ინვესტიციებს და სტიმულს მისცემდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ასევე აღინიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება აშშ-დან ინვესტიციების ზრდას, რომელსაც ასევე მოაქვს ქვეყანაში ცოდნა და ახალი ტექნოლოგიები.

შეხვედრა დიმიტრი ქუმსიშვილსა და უილბურ როსს შორის ეკონომიკის მინისტრების დონეზე პირველად გაიმართა. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი აშშ-ში, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

 

 

(NS)

 

Share