18.84 °C თბილისი, საქართველო | 2026-02-16  
16:27:01

„საქართველოს რკინიგზამ“ საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით დამატებითი მატარებლები დანიშნა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

საზაფხულო სეზონის დაწყებასა და მგზავრთნაკადის გაზრდის გამო,  "საქართველოს რკინიგზამ" თბილისსა და ქუთაისიდან, ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებლები დანიშნა.

1 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, ჩქარი ელექტრომატარებელი №808 თბილისიდან 10 სთ 30 წთ-ზე გავა და ბათუმში 15 სთ 30 წთ-ზე იქნება. ელექტრომატარებელი №807 ბათუმი - თბილისი, ბათუმიდან 17 სთ 10 წთ-ზე გამოვა,  ხოლო თბილისში 22 სთ 03 წთ-ზე იქნება. 

2 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, ჩქარი ელექტრომატარებელი №806 თბილისიდან 6 სთ 30 წთ-ზე გავა და ბათუმში 11 სთ 30 წთ-ზე ჩავა. მატარებელი №805  ბათუმი - თბილისი, ბათუმიდან 14 სთ 20 წთ-ზე გამოვა,  ხოლო თბილისში 19 სთ 22 წთ-ზე იქნება. 

1 ივლისიდან რეისები დაემატება ქუთაისი-ბათუმის მიმართულებასაც. ჩქარი ელექტრომატარებელი №898 ქუთაისი - ბათუმი 8 სთ 05 წთ-ზე გავა და ბათუმში 11 სთ 01 წთ-ზე ჩავა.  ხოლო მატარებელი №897  ბათუმი - ქუთაისი, ბათუმიდან 21 სთ 00 წთ-ზე გამოვა და    ქუთაისში 23 სთ 55  წთ-ზე იქნება. 

 

(R)

Share