5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
15:01:04

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულები კომპანიაში დასაქმდნენ

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ახალგაზრდა სპეციალისტების სწავლება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელიკურსი სტუდენტთა კიდევ ერთმა ჯგუფმა დაასრულა, რომელსაც პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობები სსე-ს სასწავლო ცენტრში ერთი წლის განმავლობაში უტარდებოდა.

22 კურსდამთავრებული სსე-ს სხვადასხვა რეგიონულ ქსელში, დეპარტამენტსა და ქვესადგურში დასაქმდება.

დაჯილდოების ცერემონიაზე, სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები სსე-ს მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხანზუმბურიძემ გადასცა.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” აღნიშნულ პროგრამას 2005 წლიდან ახორციელებს. ამ პერიოდის განმავლობაში, სწავლება-გადამზადების კურსი 250-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა, საიდანაც 80%-ზე მეტი სსე-ში დასაქმდა.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრი ყოველგვარი ფინანსური სარგებელის გარეშე, საშუალებას აძლევს მომავალენერგეტიკოსებს, ფეხი აუწყონ თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს, აიმაღლონ კვალიფიკაცია და დასაქმდნენ ერთ-ერთ მოწინავე ენერგეტიკულკომპანიაში.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 2018 წლის შემოდგომაზე სტუდენტთა ახალ ნაკადს მიიღებს.

 

 

(NS)

Share