4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:44:56

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ ახალ შემადგენლობას ამატებს

By: Admin
2018-09-07 13:06:57
204

გაზრდილი მგზავრთნაკადის ეფექტურად მომსახურების მიზნით,  სს „საქართველოს რკინიგზა“ მიმდინარე წლის 23 ივნისს, თბილისი-ბათუმისა და 25 ივნისს,  ბათუმი-თბილისის მიმართულებით  ამატებს ახალ შემადგენლობას (№808/807).

შვეიცარული კომპანია „შტადლერის“ ორსართულიანი ელექტრომატარებელი რეისებს შეასრულებს ახალი განრიგით;

ელექტრომატარებელი  №808  თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა  23 ივნისს  - 10:30 წთ. და ბათუმში ჩავა 15:29   წთ-ზე.

ელექტრომატარებელი №807  25 ივნისს  ბათუმიდან გამოვა 17:05 წთ და თბილისში დაბრუნდება 22 სთ-ზე.

საქართველოს რკინიგზა გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!

 

(R)

Share