4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:35:42

კიდევ ერთი 45 მილიონი ევროს დახმარება ევროკავშირიდან - რას მოხმარდება თანხა

By: Admin
2018-09-07 13:16:40
204

ევროკავშირმა საქართველოსთვის გამოყო ახალი მაკროფინანსური დახმარება 45 მილიონ ევრომდე ოდენობით, საიდანაც 35 მილიონ ევრომდე გამოყოფილი იქნება შეღავათიანი სესხის სახით, ხოლო 10 მილიონ ევრომდე გრანტის სახით.

როგორც "ექსპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული თანხის გამოყოფა ევროკავშირის მიერ მოხდება 2 ტრანშად, მათ შორის, პირველი ტრანშის ფარგლებში, დაახლოებით, 5 მილიონ ევრომდე იქნება გრანტის სახით, ხოლო 15 მილიონ ევრომდე სესხის სახით. აღნიშნული თანხები წარმოადგენს ბიუჯეტის მხარდამჭერ გრანტსა და სესხს და სრულად მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში.

Share