
მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 1,294,926 ვიზიტი შედგა, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა.
ჩოგოვაძის ინფორმაციით, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +9.8%-ია.
საერთაშორისო ვიზიტორთა მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 1,040,544 შეადგინა, ხოლო +10.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
რაც შეეხება ტურისტული ვიზიტების რაოდენობას, მან 737,049 შეადგინა, რაც 90,050-ით მეტია 2017 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე (ზრდა +13.9%).
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან (+15.8%), აზერბაიჯანიდან (+13.3%),სომხეთიდან(-5.7%)და თურქეთიდან (24.4%) შედგა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: რუმინეთი +137%, ესტონეთი +86%, ნიდერლანდები +73%, გერმანია +58%, იტალია +54%, საფრანგეთი +45%, ჩეხეთი +40%, ესპანეთი +35%, გაერთიანებული სამეფო+30% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან:ინდოეთი +166%, კორეის რესპუბლიკა +126%, ჩინეთი +95%, ბელარუსი +47%, არაბთა გაერთიანებული საემირეობი +40% და სხვა.
მათვე ცნობით, 2018 წლის იანვარი-აგვისტოს თვის მონაცემებით საქართველოში 5,895,914 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +12.2%-ია. საერთაშორისო ვიზიტორთა მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 4,883,580 შეადგინა, ზრდა+14.1%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 3,235,800 შეადგინა, რაც 523,674-ით მეტია 2017 წლის იანვარი-აგვისტოს მაჩვენებელზე (ზრდა +19.3%). ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+11%),რუსეთიდან (+22%), სომხეთიდან (+0.3%) და თურქეთიდან (+21.1%) შედგა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ესტონეთი +98%,ნიდერლანდები +55%, რუმინეთი +55%, ბელგია +53%, გერმანია +50%,ჩეხეთი +47%, ესპანეთი +47%, გაერთიანებული სამეფო +46%და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +139%,ჩინეთი +92%, ბელარუსი +44%,ქუვეითი 44% და ისრაელი +35%.
წინასწარი მონაცემებით 2018 წლის იანვარი-ივნისის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1,361მილიონ დოლარს (ზრდა +28.9%), რაც 305 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
"2018 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 551 მილიონ დოლარს (ზრდა +29.4%), რაც 125 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2017 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 2.7მილიარდ (2,704,339,872)დოლარს (ზრდა +28.1%), რაც594 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შეადგენს 6.8%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +16.6%-ია. 2017 წლის ჯამური მონაცემებით წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.9% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13%. წლის ბოლომდე საქართველოს სავარაუდოდ 8,5 მილიონ საერთაშორისო მოგზაური ეწვევა, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები კი სავარაუდოდ 3 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს", - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
Share