ვალუტის კურსი

"ახალი საბაჟო კოდექსით ჩნდება შესაძლებლობა, პირმა საბაჟო დეკლარირება მოახდინოს საკუთარ ჩანაწერებში მონაცემების შეყვანით, რაც გულისხმობს დეკლარირების ავტომატური სისტემის დანერგვას საბაჟო სფეროში, რაც უზრუნველყოფს დეკლარანტის ადმინისტრაციული დანახარჯების შემცირებას", - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
მათივე ცნობით, ახალი საბაჟო კანონმდებლობა ითვალისწინებს გარანტიის ახალი სახის - თავდებობის გამოყენების შესაძლებლობას. ახალი საბაჟო კოდექსით, დეკლარანტს ეძლევა შესაძლებლობა, საბაჟო ოპერაციების უზრუნველყოფა განახორციელოს გარანტიის ახალი სახით - თავდებობით, რომელიც ბევრად უფრო ხელმისაწვდომი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესისათვის.
Share