3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
11:47:45

უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის II კვარტალში 389.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

By: Admin
2018-09-10 13:44:34
204

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის II კვარტალში 389.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებს 9.4 პროცენტით აღემატება.

აქვე აღსანიშნავია, რომ საწარმოებიდან მიღებული განახლებული მონაცემების საფუძველზე  საქსტატმა დააზუსტა 2017 წლის (რომლის შედეგადაც გამოქვეყნებული მაჩვენებელი გაიზარდა  0.3 პროცენტით) და 2018 წლის I კვარტალის (მაჩვენებელი შემცირდა 0.1 პროცენტით) მონაცემები.

ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი  უცხოური ინვესტიციების დინამიკას 2016-2018 წლებში, კვარტალურ ჭრილში.

2018 წლის II კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების პროცენტულ  სტრუქტურას გვიჩვენებს სტრუქტურული დიაგრამა, რომლის მიხედვით პირველ ადგილზეა  აზერბაიჯანი - 20.7 პროცენტით, მეორე ადგილზეა ჩეხეთი - 20.0 პროცენტით, ხოლო მესამეზე  ნიდერლანდი - 16.8 პროცენტით.

Share