4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:02:06

ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარული ქალაქები თბილისი და ბათუმია

By: Admin
2018-09-12 18:26:13
204

2018 წლის II კვარტალში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 1,678,436 იყო. საერთაშორისო ვიზიტების უმრავლესობა (44%) დასვენება, გართობა, რეკრეაციის მიზნით განხორციელდა. ამის შესახებ Forbes-ის ქართული გამოცემა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს.

საერთაშორისო ვიზიტების 53% საქართველოს დედაქალაქში განხორციელდა, შემდეგ ადგილზეა ბათუმი 27.5%-ით. დანარჩენ ქალაქებსა და ადგილებში შედარებით ნაკლები ვიზიტები დაფიქსირდა, მათ შორის: მცხეთაში (13.3%), მარნეულში (13%), ყაზბეგში (10.2%), სირნაღში (6.1%), თელავში (4.9%), ქუთაისში (4.6%), რუსთავსა (4.4%) და ბორჯომში (4%). 

ვიზიტების უმეტესობა (53%) რეგიონულ დონეზე თბილისში განხორციელდა, შემდეგ მოდის ზღვისპირა აჭარა - 28%, მცხეთა-მთიანეთი - 22.5% და ქვემო ქართლი - 18.7%. დანარჩენი რეგიონებიდან ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა კახეთში - 10.4%, სამცხე-ჯავახეთსა - 9% და იმერეთში - 4.8%.

Share