
ბიბლიური თავისუფლების მთავარი მღვდელმსახური და გირჩის წევრი, ნიკა ობოლაძე ვარაუდობს, რომ მარიხუანის საქართველოს შიდა ბაზარზე რეალიზება ბიუჯეტს დამატებით, 2,3 მილიარდ ლარას მოუტანს რაც პენსიის 450 ლარამდე გაზრდის საშუალებას გააჩენს.
"მარიხუანის საქართველოს შიდა ბაზარს თუ დავთვლით კოლორადოს მაგალითზე, ამას დავუმატებთ იმას რომ 9 მილიონი ტურისტი გვყავს და იქაც კონსერვატიულად დავთვლით, დავუმატებთ რომ დავუშვათ კიდევ 4 მილიონი ტურისტი გვეწვევა დამატებით ამ მიზნებისთვის (მარიხუანის მოხმარებისთვის) კავკასიის რეგიონში 40 მლნ ადამიანი ცხოვორბს)) - გამოდის რომ 80-90 ტონა მარიხუანის მოხმარება იქნება ქვეყანაში 2019 წელს.
აქციზით რომ დავარეგულიროთ და გრამი მარიხუანის ღირებულებაში საგადასახადო წნეხი 15 ლარი იყოს ბიუჯეტში შევა დამატებით 1,3 მლრდ ლარი. ( ამ შემთვევაში გრამის ფასი არ აცდება 22-27 ლარს)
4 მილიონმა ტურისტმა რომ 1000 ლარი დახარჯოს ( ასეთია სტატისტიკა დღეს) და 25 % საგადასახადო წნეხი გავითვალიწინოთ, დამატებით ბიუჯეტში შევა 1 მლრდ ლარი. 1,3 მლრდ +1 მლრდ = 2,3 მლრდ ლარი შეიძლება გაჩნდეს დამატებით ბიუჯეტში 1 წელიწადში, თუ ლეგალიზაციას სწორად გავაკეთბთ. დამატებით 2,3 მილიარდ ლარად ხვალვე გახდება პენსია 450 ლარი. ხოდა ესენი გამოდიან და ტილაობენ, ექსპორტიო, სამედიცინოო და რიავი ( უი ხო, ეს ექსპორტი და სამედიცინო არ დამითვლია) _ აცხადებს ობოლაძე.
როგორც ცნობილი გახდა, საქართველოში მარიხუანას მოყვანა და ექსპორტზე გატანა იგეგმება.