ვალუტის კურსი

თიბისი ბანკის ინიციატივით, 2017 წლის აგვისტოში ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ტყის აღდგენითი სამუშაოები იწყება.
ტყის აღდგენის სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, 13 სექტემბერს, 12:00 საათზე თიბისი ბანკს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდება.
თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისი ბანკი 2017 წელს ბორჯომში გაჩენილი ხანძრის შედეგად გადამწვარი ტყის 10 ჰექტარს სრულად აღადგენს და ტერიტორიაზე 2018 წლის ბოლომდე 17 500 კავკასიური ფიჭვი დაირგვება.
Share