
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში საშემოდგომა მიღება დაიწყო. რვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტების რეგისტრაცია 3-დან 19 ოქტომბრამდე გაგრძელდება. კოლეჯის ადმინისტრაცია მსურველებს ევროპული ხარისხის პროფესიულ განათლებას სწავლების დუალური (სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება) მეთოდითა და დასაქმების გარანტიით სთავაზობს. კოლეჯში ჩარიცხულ სტუდენტებს, პროფესიონალი პედაგოგების მონაწილეობით, საშუალება ეძლევათ განათლება განახლებულ და თანამედროვედ აღჭურვილ სასწავლო გარემოში მიიღონ. სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი მსურველებს სწავლებას შემდეგ პროგრამებზე სთავაზობს:
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ამერიკის შეერთებული შტატების „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ პროექტის- „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის,“ ფარგლებში არის დაფინანსებული.
(R)
Share