4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
12:57:05

9 თვის მონაცემებით საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 8.18 %-ით გაიზარდა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის” ინფორმაციით, 2018 წლის იანვარი - სექტემბრის პერიოდში საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 8.18 %-ით გაიზარდა.

სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში 114 711 ინსტრუმენტალური ფრენა შესრულდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 8 078 ფრენით და 8,18%-ით მეტია.

2018 წლის იანვარი - სექტემბრის პერიოდში შესრულებული გადაფრენების რიცხვი 78 774 ფრენას შეადგენს, რომელიც 2017 წლის მაჩვენებელზე 2 389 ფრენით, ანუ 3.1% -ით მეტია.

ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება საქართველოს აეროპორტების აფრენა - დაფრენის ზონებშიც. საქაერონავიგაცია 9 თვის განმავლობაში საქართველოს სამ საერთაშორისო და ორი ადგილობრივ აეროპორტში 35 937 ფრენას მოემსახურა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5 689 ფრენით, ანუ 18.8%-ითაა გაზრდილი.

უწყების ცნობით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია 2018 წლის იანვარი - სექტემბრის პერიოდში შეადგენს 31 547 509 კმ-ს. აღნიშნული მაჩვენებელი 214 081 კმ-ით და 0.7%-ით მეტია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე;

საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად TURKISH AIRLINES INC, QATAR AIRWAYS, THAI AIRWAYS INTERNATIONAL LTD, AZERBAIJAN AIRLINES – AZAL, SINGAPORE AIRLINES Ltd იყენებენ.

საქართველოს აეროპორტებში აფრენა-დაფრენის ტოპ მომხმარებლად 2018 წელს, ისევ GEORGIAN AIRWAYS, TURKISH AIRLINES, WIZZ AIR, UKRAINE AIRLINES დაფიქსირდნენ.

 

 

 

(NS)

 

Share