4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:41:04

სამეგრელოში დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“  სენაკის მუნიციპალიტეტში,  ცივა-ტეხურას მდინარეთაშორის მასივზე ახალსოფლის დამშრობი სისტემის   50 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია  დაასრულა.   

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში  დამონტაჟდა ახალი მილხიდები, შეკეთდა გადასასვლელი ხიდები, ნატანი მასისგან კოლექტორები და შემკრები არხები გაიწმინდა.   

მათივე ინფორმაციით, შედეგად სოფელი ახალსოფლის  691 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე აღდგა სადრენაჟე მომსახურება.

  აღნიშნული სისტემის რეაბილიტაცია 2 ათეული წელზე მეტია  არ ჩატარებულა. 

 2012 წლიდან დღემდე სამეგრელო-ზემო სვანეთის   რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრქუტურის   26 სარეაბილიტაციო პროექტი . გაიწმინდა და მოწესრიგდა 500 კილომეტრამე სადრენაჟე არხი. შედეგად, რეგიონში დრენირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 19 000 ჰა-მდე გაიზარდა.   

(NS) 

 

Share