ვალუტის კურსი

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 124.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 20.8 პროცენტით მეტია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 2 448.1 მილიონი აშშ დოლარი იყო (25.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 6 676.7 მილიონი აშშ დოლარი (19.1 პროცენტით მეტი).
რაც შეეხება უარყოფით სავაჭრო ბალანსს, საქსტატის ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა იანვარ-სექტემბერში 4 228.6 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.3 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს.
Share