ვალუტის კურსი

„3 დეკემბერიდან შექიმნება სპეციალური ვებგვერდი, სადაც ადამიანებს შეეძლებათ გაარკვიონ, შეეხოთ თუ არაა საბანკო დავალიანების განულება“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სესხების განულება 15 დეკემბრიდან დაიწყება და 31 დეკემბრამდე დასრულდება.
„3 დეკემბერიდან შეიქნება სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც თითოეულ ადამიანს შეეძლება შევიდეს და ნახოს შეეხო თუ არა ეს ინიციატივა, შემდეგ კი დეტალური ინფორმაციისთვის შეუძლია იმ საფინანსო ინსტიტუტს მიმართოს, ვისგანაც ჰქონდა სესხი აღებული. შესაბამისად ეს ყველაფერი გაირკვევა არაუგვიანეს 3 დეკემბრისა, თუმცა თვითონ ჩამოწერა, ტრანზაქცია 15 დეკემბრიდან წლის ბოლომდე განხორციელდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
Share