3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:41:17

„ზედაზენის“ ქარხანას უცხოელი დიპლომატები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ეწვევიან

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

„ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა“ და  ქართული ლუდის კომპანიის, „ზედაზენის“ ორგანიზებით, 20 ნოემბერს 15:00 საათზე „ზედაზენის“ ქარხანას უცხოელი დიპლომატები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ეწვევიან. 

ვიზიტის მონაწილეები "ზედაზენის" ლუდისა და უალკოყოლო სასმელების თანამედროვე, ევროპული სტანდატების მქონე და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქარხანას დაათვალიერებენ. ვიზიტის ფარგლებში მოეწყობა ლუდის დეგუსტაცია. 

„ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო“ დაარსების დღიდან ახორციელებს გასვლით ვიზიტებს საბჭოს წევრ კომპანიებში. პროექტის მიზანი ქართული პროდუქციის, წარმოებისა და თანამედროვე სერვისების პოპულარიზაციაა. 

 

(R)

Share