5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:53:43

TPU - ლარის კურსის არასტაბილურობა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიებს დიდ ზარალს აყენებს

By: Admin
2018-11-19 15:38:40
204

„გადასახადის გადამხდელთა კავშირი ინფორმაციით“, ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის გამო, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიებს ფინანსური პრობლემები შეექმნათ, კერძოდ:

1. არასტაბილური ლარი, რომელიც პერმანენტულად უფასურდება, რთულ სიტუაციაში აგდებს იმ კომპანიებს, რომლებმაც გაიმარჯვეს ტენდერებში და აიღეს ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე. ვინაიდან ხელშეკრულების თანხა ლარში ფიქსირდება, კურსის ცვლილებით მიღებული ზარალი ზოგიერთ კომპანიას გაკოტრების, ხოლო სახელმწიფო ტენდერებს კი ჩაშლის საფრთხის წინაშე აყენებს.

2. კომპანიების ნაწილი, ლარის არაპროგნოზირებადი კურსის გამო, თავს იკავებს მიმდინარე ტენდერებში მონაწილეობისგან, რაც ამცირებს კონკურენციას სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში. ჩვენი გათვლებით, ტენდერებში მონაწილეთა რაოდენობა წინა წლებთან შედარებით 11 %-ით არის შემცირებული.

ორგანიზაცია მმართველ გუნდს მოუწოდებს, რომ გაატაროს ყველა ღონისძიება, რათა ხელი არ შეეშალოს სახელმწიფო ტენდერების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებას.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას გაატაროს ყველა აუცილებელი ღონისძიება, რათა ხელი არ შეეშალოს სახელმწიფო ტენდერების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებას. „გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ აზრით, სასწრაფოდ უნდა მოხდეს არსებული სიტუაციის ანალიზი და ხელშეკრულებებში უნდა ჩაიდოს სავალუტო რისკების შემცირების მექანიზმები ყოველგვარი ლიმიტის გარეშე“, - აღნიშნულია „გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ განცხადებაში.

 

 

 

Share